გასვლა
  • რა არის EduCat.ge?

    EduCat.ge არის პლატფორმა, სადაც ხდება განცხადებების განთავსება საგანმანათლებლო პროგრამების ავტორების მიერ, ხოლო მათი ძიება ამ პროგრამებით დაინტერესებული პირების მხრიდან. ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა კურსების ძიებისას გამოიყენოს დეტალური ფილტრი/რუკა და ავტორთან კონტაქტის გზად აირჩიოს როგორც როგორც სატელეფონო, ასევე საიტიდან პირდაპირ მიწერის შესაძლებლობა. რეკომენდაცია: კურსების ავტორებს ვურჩევთ ხშირად გაიარონ ავტორიზაცია და ნახონ შეტყობინებები, რომ არ გამოეპაროთ მომხმარებლების კითხვები. (მომხმარებელზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ საიტზე კონტაქტს იყენებს სულ უფრო ბევრი ვიზიტორი სატელეფონო კონტაქტის მაგივრად).

  • როგორ დაგიკავშირდეთ?

    არ დაგვიკავშირდეთ 🙂 თუ საქმე გაქვთ EduCat.ge-სთან მაშინ: 514 04 24 11; info@educat.ge. მაგრამ როდესაც გაინტერესებთ კურსების დეტალები, უნდა გახსნათ განცხადება და მოიძიოთ კურსის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია. განცხადებების განთავსება მიმდინარეობს მათ მიერ, ჩვენგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს მათზე, რაც თქვენ :))

  • როგორ განვათავსო განცხადება?

    განცხადების განთავსება ხდება რეგისტრაციის/ავტორიზაციის შემდეგ. თუ უკვე ხართ რეგისტრირებული, შეიყვანთ მონაცემებს და შეხვალთ სისტემაში. თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ/ საიტის ზედა ნაწილში ნახავთ რეგისტრაციის ღილაკს. გადახვალთ, შეავსებთ ინფორმაციას და დარეგისტრირდებით (რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია Gmail & Facebook-ით.) რეგისტრაციის/ავტორიზაციის შემდეგ, აირჩევთ ღილაკს "+დამატება", შეავსებთ ინფორმაციას და გამოაქვეყნებთ.

  • რა ხირს?

    უფასოა 🙂 . რეგისტრაციის შემდეგ გაქვთ 2 უფასო განცხადების განთავსების შესაძლებლობა. ეს პაკეტი მუდმივია. ფასიანი ვერსიები (პაკეტები) ნელნელა ემატება და ერთმანეთისგან განსხვავდება კურსების რაოდენობით, VIP განცხადებების რაოდენობით და ატყორცნის შესაძლებლობით.

  • რა არის VIP ფუნქცია?

    VIP არის ფასიანი პაკეტების ფუნქცია. VIP ფუნქციისთვის საიტზე გამოყოფილია ბევრი სივრცე, სადაც ვიზიტორი უფრო მეტი სიხშირით ხედავს მათ ვიდრე უბრალო განცხადებას. გარდა ამისა, VIP განცხადებას მინიჭებული აქვს VIP ლეიბლი რომელიც ყოველთვის თან ახლავს ამ ტიპის განცხადებას. მისი სარგებლობისთვის უნდა გქონდეთ შესაბამისი პაკეტი და ნახოთ პროფილზე სტატუსი, რამდენი VIP-ის შესაძლებლობა გაქვთ და რამდენს უკვე იყენებთ. მათი ჩართვა-გამორთვა შეგიძლიათ თქვენით. პროფილიდან გადახვალთ ჩემ განცხადებებზე და ნახავთ ამ ფუნქციას თქვენი განცხადების გრაფაში ატყორცნასთან ერთად.

  • რა არის ატყორცნა?

    ატყორცნა არის ფასიანი პაკეტების ფუნქცია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას აწიოთ მაღლა თქვენი განცხადება მაშინ როცა მოგესურვებათ (სანამ შესაბამის პაკეტს ვადა არ გაუვა). ეს გამოიწვევთ თქვენი განცხადების სხვა განცხადებებზე მაღლა მოხვედრას. მათი რაოდენობა დამოკიდებულია თქვენ მიერ შეძენილ პაკეტზე.

  • როგორ ჩავრთო ფასიანი პაკეტი?

    ფასიანი პაკეტის ჩასართავად უნდა იყოთ ავტორიზებული, გადახვიდეთ პაკეტების გვერდზე და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ გაიაროთ შეკვეთის პროცედურა ბოლომდე. შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ ნახავთ შეკვეთის ნომერს, რომელიც უნდა ჩაწეროთ დამატებით ინფორმაციაში ანგარიშსწორებისას, რომ ჩვენი მხრიდან მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება. (ანგარიშის ნომერს ნახავთ შეკვეთის დასრულების შემდეგ). მხოლოდ ანგარიშსწორების შემდეგ მოხდება ადმინისტრაციის მხრიდან თქვენი სასურველი პაკეტის გააქტიურება.

  • " რით ვერ გავძეხით?" 🙂

    EduCat.ge ქმნის თანაბარ პირობებს რეპეტიტორების და სასწავლო ცენტრებისთვის. განცხადებების განთავსება ორივე მათგანისთვის აბსოლიტურად უფასოა. სხვაგან ამ მომსახურებისთვის მოგიწევდათ ფულის გადახდა. მაგრამ ჩვენ გვსურს გარკვეული რაოდენობის განცხადებისთვის იყოს აბსოლიტურად უფასოდ, რომ მოიხმაროს ყველამ. ამ ყველაფერთან ერთად, EduCat ხდება სუპერ პოპულარული და იძენს მეგობრებს ყველა პოპულარულ სოც.ქსელში. მაგრამ ეს საკმარისი არაა და გვსურს გავაკეთოთ რეკლამა მაქსიმალურად მეტ არხზე ყველგან, სადაც შესაძლებელია. ამ ყველაფერს, როგორც მოგეხსენებათ, სჭირდება გარკვეული ბიუჯეტი. ისევე, როგორც საიტის ტექნიკურ გამართულობას. ს უ ლ ე ს ა ა 🙂

  • სად ვიმეგობროთ?

    ყველგან, სადაც თქვენ ხართ. საიტის "ფუთერში ნახავთ სოც.ქსელებს და ელ-ფოსტის სიახლეების გამოწერის ფორმას. შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ ნებისმიერ პლატფორმაზე თქვენი სურვილის შესაბამისად.

  • დაცულობა და კონფიდენციალურობა?

    EduCat - იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. გარდა ამისა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მხრიდან თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. თქვენი პირადი ინფორმაცია (მაგ. პაროლი) არის ანონიმური და მისი ნახვის უფლება არც EduCat -ის ადმინისტრაციას აქვს. საკრედიტო ინფორმაციასთან ჩვენ საიტს შეხება არ აქვს. პაკეტების შეკვეთების ანგარიშსწორება თქვენი მხრიდან ხდება ბანკიდან. შესაბამისად, საბანკო ინფორმაციის გასაჯაროებას არ საჭიროებს. არ ენდოთ მათ ვინც ამ ინფორმაციის გფასაჯაროებას მოითხოვს!!! EduCat არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირის ქმედებებზე. შესაბამისად, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არის მესამე პირის მიერ მოწოდებული.

  • როგორ ვისარგებლოთ VIP და ატყორცნის ფუნქციებით?

    ამისათვის საჭიროა გქონდეთ შეძენილი ფასიანი პაკეტი. ფასიანი პაკეტის დახმარებით, გაქვთ შესაძლებლობა განათავსოთ მეტი განცხადება ჩვენს ვებ-გვერდზე. პროცედურა: პროფილი->ჩემი განცხადებები-> განცხადებების ქვედა ნაწილში არის ღილაკები "Mark as Featured" და "ატყორცნა". ფუნქცია"Mark as Featured"-ის ჩართვა ნიშნავს, რომ თქვენი განცხადება დაემატება საიტის ზედა მხარეს მდებარე VIP სლაიდერებში და მიენიჭება VIP განცხადების ლეიბლი. ხოლო ატყორცნა ნიშნავს ფუნქციას, რომლის დახმარებითაც თქვენი განცხადება მომენტალურად გადაინაცვლებს ყველაზე ბოლოს დამატებული განცხადების ზევით. ფასიანი პაკეტის ყველაზე დიდი ბენეფიტი არის VIP-ში დამატების და ატყორცნის შესაძლებლობა. თუ თქვენ გსურთ თქვენი განცხადებები როგორც მთავარ გვერდზე, ასევე ძებნის გვერდზე გამოჩნდეს სხვა განცხადებებზე ზევით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ფუნქციებით. ფუნქციით სარგებლობა და ფუნქციის სხვა განცხადებებზე გადართვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს პაკეტით სარგებლობის განმავლობაში.

გამოყენების პოლიტიკას და შეთანხმებას დავამატებთ მალე.

მანამდე კი, დაეთანხმეთ იმაზე, რომ თქვენი აქტივობა ჩვენს საიტზე არასდროს იქნება სხვა პირისთვის შეურაცხმყოფელი და არ გამოირჩევით სპამ აქტივობებით.

ტოპ განცხადებები