მოსწავლეთა ოლიმპიადა

პოპულარული 

 უცხო ენები / განთავსდა 2 თვის წინ ავტორი ირაკლი თოფურია / ნახა: 138-მა

„საერთაშორისო სახლი“ იწყებს ყოველწლიურ „ საერთაშორისო სახლის მოსწავლეთა ოლიმპიადას“- IHELLO.
IHELLO გახლავთ კონკურსი, სადაც 12-14 წლის მოსწავლეები ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამოავლენენ ინგლისური ენის ცოდნას და დაამტკიცებენ, რომ არიან საუკეთესონი.
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:
პირველი ადგილი- 100% დაფინანსება ინგლისური ენის კურსზე “საერთაშორისო სახლში 2020-2021 სასწავლო წელს
მეორე ადგილი- 50% დაფინანსება ინგლისური ენის კურსზე “საერთაშორისო სახლში 2020-2021 სასწავლო წელს
მესამე ადგილი- 30% დაფინანსება ინგლისური ენის კურსზე “საერთაშორისო სახლში 2020-2021 სასწავლო წელს

IHELLO შედგება ორი ეტაპისგან:
პირველი ეტაპი:
კონკურსანტებს ევალებათ შეასრულონ დავალება, სადაც გამოტოვებული ადგილები უნდა შეავსონ სიტყვებით და დაწერონ თემა(ესსე).
დავალება და პასუხების ფურცელი ჩამოტვირთეთ ვებ.გვერდიდან: www.ihtbilisi.ge
მოცემული დავალება PDF ფორმატშია და ქვია IHELLO. პასუხები უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე და გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: internationalhousetbilisi@gmail.com
ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მარტი.
შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე.

კონკურსში მონაწილეობის წესი:
ჩამოტვირთეთ ორივე დოკუმენტი: “IHELLO task” და “IHELLO answer sheet“, შეასრულეთ პირველ დოკუმენტში მოცემული ორივე სავარჯიშო და გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე(“IHELLO answer sheet“).
გთხოვთ არ შეცვალოთ დოკუმენტის ფორმატი.
შესრულებული დავალების გამოგზავნისას მიუთითეთ: სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

მეორე ეტაპი:
საუკეთესო შედეგის მიხედვით შერჩეული 20 კონკურსანტი გადავა მეორე ეტაპზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის აპრილში.
მეორე ეტაპი მოიცავს ოთხ ნაწილს: მოსმენა, კითხვა, წერა და გასაუბრება.

გაითვალისწინეთ: მონაწილეობა კონკურსში “IHELLO “ უფასოა!

  • აირჩიეთ ენა : ინგლისური
  • დონე/გამოცდა : სხვა სერტიფიკატი
  • ვასწავლი/ვეძებ : ვასწავლი
  • ვიდეო ლექცია? : არა
  • განმცხადებელი : ტრენინგ ცენტრი
  • ბინაზე მისვლა? : არა

ავტორი: ირაკლი თოფურია

კომენტარის დატოვება