ინტენსიური მოსამზადებელი კურსი სამაგისტრო გამოცდებისათვის

 საგამოცდო / განთავსდა 2 კვირის წინ ავტორი Mancho11 / ნახა: 78-მა

120.00 ლ

მოგესალმებით, ფილოლოგიის მაგისტრანტი და განათლების მეცნიერებების დოქტორანტი ვარ, ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე, უნივერსიტეტში ვითავსებ ხელმძღვანელის ასისტენტის ფუნქცია–მოვალეობებს, ვასწორებ მაგისტრანტების ნაშრომებს და ვწერ რეცენზიებს.

ამჟამად, ინტენსიურად ვმუშაობ აბიტურიენტებთან და განათლების ცენტრში ვუძღვები პედაგოგებისა და მაგისტრანტების მოსამზადებელ კურსს. პროექტების ფარგლებში, სხვადახვა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ რედაქტორად.

ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, ტექსტოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს, გთავაზობთ ინტენსიური მომზადების კურსს, როგორც ცოცხალი გაკვეთილების, ასევე ვიდეო–გაკვეთილების სახით. კურსი მოიცავს თეორიულ ნაწილს – მასალის ახნას და მიწოდებას (თეორიაში შედის გრამატიკაც და ლიტერატურაც, ენათმეცნიერებაც და ლიტერატურის თეორიაც – ჩასაბარებელი მიმართულების მიხედვით) და პრაქტიკულ ნაწილს – ტესტებზე მუშაობასა და აკადემიური წერის საკითხებს, წერის უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას.

უზრუნველყოფილი იქნებით ამომწურავი, მრავალმხრივი, საინტერესო მასალითა და პროფესიული ლიტერატურით. ინტენსიურად ვიმუშავებთ ტესტებსა და საგამოცდო ბილეთებზე.

ფასი შეთანხმებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

  • გამოცდა : გამოცდა
  • ვასწავლი/ვეძებ : ვასწავლი
  • ვიდეო ლექცია? : არა
  • განმცხადებელი : რეპეტიტორი
  • ბინაზე მისვლა? : არა

ავტორი: Mancho11

კომენტარის დატოვება