ინგლისური ენის კურსი

 უცხო ენები / განთავსდა 5 დღის წინ ავტორი ირაკლი თოფურია / ნახა: 94-მა

საერთაშორისო სახლი – მსოფლიო ორგანიზაცია უცხოური ენების სასწავლო ცენტრების გლობალური ქსელია. იგი დაარსებულია 1953 წელს ცნობილი ბრიტანელი განმანათლებლების – ჯონ და ბრიტა ჰეიკრაფტების მიერ. ორგანიზაციის მიზანია ინოვაციების დანერგვა უცხოური ენების სწავლებაში და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება სპეციალისტთა მომზადების საქმეში.

საერთაშორისო სახლი მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც გამოსცემს უახლეს სამეცნიერო-მეთოდურ და პრაქტიკულ ლიტერატურას, ასწავლის უცხოურ ენებს, ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ყველა კონტინენტის 50 ქვეყნის 150-ზე მეტ სასწავლებელში. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონშია.

საერთაშორისო სახლი თბილისი საერთაშორისო სახლი – მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ფილიალი 1989 წელს გახდა. იგი ამჟამად საქართველოში უცხოური ენების სწავლების და მასწავლებელთა ტრენინგის უდიდესი ცენტრია, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებული მასწავლებელთა მომზადების ცენტრი.

საერთაშორისო სახლის გამოცდილი და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მაღალპროფესიონალი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები თქვენს სწავლას შედეგიანს და დაუვიწყარს გახდის. ხოლო ამას დამატებული დიდი ბრიტანეთის წამყვანი გამომცემლობების მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოები და თანამედროვე სასწავლო, მეთოდური და მხატვრული ლიტერატურა – სწორედ იმის გარანტია, რომ
საერთაშორისო სახლში, პროფესიონალებთან კარგად ისწავლით ინგლისურს.

  • აირჩიეთ ენა : ინგლისური
  • დონე/გამოცდა : A1
  • ვასწავლი/ვეძებ : ვასწავლი
  • ვიდეო ლექცია? : არა
  • განმცხადებელი : ტრენინგ ცენტრი
  • ბინაზე მისვლა? : არა

ავტორი: ირაკლი თოფურია

კომენტარის დატოვება